“საქართველომ არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიოს,” – მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის ახალ გადაწყვეტილებაზე

ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვას აპირებს. ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს „თავისუფალი დემოკრატები” უკვე გაეცნენ და შეფასებისას თქვეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ხელისუფლებას აძლევს სრულ შესაძლებლობას, ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

„არის დასმული ბევრი კითხვა. ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემით საქართველოს მთავრობას შეიძლება ევროკავშირში ინტეგრაციის დამატებითი ინსტრუმენტებიც კი გაუჩნდეს. საქართველომ არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიოს. უნდა გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს მოეთხოვება ამა თუ იმ ხელშეკრულებით და ბოლოს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრობას,” – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ ბოლო წლებში რეგიონში ვითარება შეიცვალა, რაც სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის წინაპირობა გახდა.

კონსულტაციებს სამეზობლო პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით ევროკავშირი დღეიდან იწყებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
შემდეგი სტატიახვალიდან ამინდი გაუარესდება