საქართველოდან ევროპის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 149%-ით გაიზრდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით, 149%-ით გაიზრდა

2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 100.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.9 %-ით აღემატება 2014 წლის, ხოლო 148.9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.

2015 წლის 7 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან აგროსასურსათო ექსპორტშიშეადგენს 32.5%-ს.

banner
წინა სტატიაშირას ჰყვება თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი
შემდეგი სტატიასაქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 96%-ით გაიზარდა