საქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 96%-ით გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 96%-ით გაიზარდა.

2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 3.48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21 %-ით აღემატება 2014 წლის, 42.7%-ით – 2013 წლის, ხოლო 96.4%-ით – 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ძირითადად ექსპორტირებულია: ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელებიდა სხვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან ევროპის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 149%-ით გაიზრდა
შემდეგი სტატიალეგენდარულმა Scorpions უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა