საქალაქო სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად რამდენიმე ასეული მოქალაქეა შეკრებილი.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ სიტყვას და არ სურთ, რომ „რუსთავი 2“ დაიხუროს.

როგორც ტელეკომპანიის თანამშრომელმა აკაკი გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას უნდა მოკლას თავისუფალი სიტყვა, თან ამას გაურკვეველი მეთოდებით ცდილობს.

„ეს უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ის, რომ შემოვარდნილიყვნენ და პირდაპირ დაეკეტათ „რუსთავი 2“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სასამართლოსთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები 2 შუამდგომლობას დაააყენებს. ერთი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხია და მეორე კი პროცესის გადადების მოთხოვნა.

banner
წინა სტატიაში2014 წელთან შედარებით 2015 წელს დანაშაულმა 5 პროცენტით იკლო
შემდეგი სტატიაცხინვალის ე.წ. მთავრობა, ფატუ ბენსუდას რეგიონში ჩასვლის ნებართვას აძლევს