“საფრთხე მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით აღარ არსებობს,”- თბილისის მერი

“საფრთხე მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით აღარ არსებობს,”- ეს განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც დღეს დილით მტაცებელი ცხოველის ლეში იპოვეს.

ნარმანიას განცხადებით ეს იმ ცხოველის ლეშია, რომელსაც სპეციალური სამსახურები რამდენიმე კვირაა მთელ ქალაქში ეძებდნენ.

“ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დროს ლეში ვიპოვეთ. ზოოპარკის თანამშრომლებმა შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ეს მკვდარი ცხოველი არის ვეფხვი. ზოოპარკის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ საფრთხე მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით აღარ არსებობს,”- აცხადებს დავით ნარმნია.

banner
წინა სტატიაშითბილისი-წავკისის გზაზე ბეტონმზიდი იწვის
შემდეგი სტატია„კახა კალაძე აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ყველა სიტუაციაში“