საფრანგეთში შტორმს დაახლოებით 10 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში შტორმს დაახლოებით 10 ადამიანი ემსხვერპლა

safra1 სამხრეთ საფრანგეთში შტორმისას ყველაზე ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა. 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ძლიერი წვიმის და ქარის შემდეგ მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდა და ქუჩები დაიტბორა.
ანტიბთან ახლოს სამი ხანშიშესული მამაკაცი მოხუცთა თავშესაფრის დატბორვის შემდეგ გარდაიცვალა.

კანში წყლის ძლიერმა ნაკადმა ფეხით მოსიარული ქალბატონი გაიტაცა, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა.

სამხრეთ საფრანგეთში მთავარი ავტომაგისტრალი დაკეტილია, შეწყვეტილია რკინიგზის სადგურის მუშაობაც.

მეტეოროლოგების თქმით, შაბათს ორი საათის მანძილზე დაახლოებით 175 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

საფრანგეთში შტორმს დაახლოებით 10 ადამიანი ემსხვერპლა

safra2safra1

banner
წინა სტატიაშიდუნჰუანგი – აბრეშუმის გზის ანტიკური ადგილი (ფოტოები)
შემდეგი სტატიაკიბერ-შეტევა “თაიმერზე”