საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია გრძელდება

საფრანგეთში ”შარლი ებდოზე” მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნა გრძელდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, რეიდები ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენებითაც ტარდება და სწორედ ასეთი დევნის დროს გვიან ღამით საეჭვო პირები ერთ-ერთი რაიონის ტყეში შენიშნეს.

სამართალდამცველების აზრით, შერიფ კუაჩი და საიდ კუაჩი სწორედ ტყეში იმალებიან და ისინი ავტომობილით აღარ გადაადგილდებიან.

გუშინ პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა კრეპიენვალუას რაიონში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი შეიარაღებული ძარცვის შესახებ, თუმცა ეჭვმიტანილთა კვალს ვერ მიაგნეს.

ამ ეტაპზე კი ძებნის ოპერაცია პარიზიდან 80 კილომეტრით დაშორებულ დასახლება ლონგპონტში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებს სამსახურში ძილი, შეუფერებლად ჩაცმა და სხეულზე გამოსაჩენ ადგილას ტატუირების გაკეთება ეკრძალებათ