საფრანგეთში სკოლაში გრძელი კაბების აკრძალვის საკითხს განიხილავენ

საფრანგეთში ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც რელიგიური სიმბოლოების ტარებას, კონკრეტულად, სკოლაში გრძელი კაბებით სიარულს ეხება.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში 15 წლის მოსწავლე გრძელი კაბით არ დაუშვეს.
გოგონა, სახელად სარა, რომელიც საფრანგთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხორობს, აპრილში ორჯერ არ დაუშვეს სკოლაში, რადგანაც, სკოლის დირექტორის თქმით, გრძელი კაბით სკოლაში სიარული საფრანგეთის კანონის „რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირების აკრძალვის შესახებ“ დარღვევაა.
ამ შემთხვევამ დიდი მღელვარება გამოიწვია სოციალურ ქსელებში.
საფრანგეთის პრემიერ-მინსიტრის მრჩეველის თქმით, სკოლაში გრძელი კაბით სიარული კანონის დარღვევა არ არის.
კანონი რელიგიური სიმბოლოების აკრძალვის შესახებ საფრანგეთში 2004 წელს იქნა შემოღებული. კანონის თანახმად, აკრძალულია ისეთი ჩაცმა და დახურვა, რომელიც რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირებას ახდეს. საუბარია ჩადრზე, კიპზე, დიდ ჯვარზე და ა.შ. შავი კაბის ტარება კანონს არ ეწინააღმდეგება – განმარტა ნიკოლა კადენმა ფრანგულ Buzzfeed France-ში.

banner
წინა სტატიაშიმედია: გერმანია მეზობლებს აშშ-ს თხოვნით უთვალთვალებდა
შემდეგი სტატიასაქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 14,7 პროცენტით შემცირდა