„საფრანგეთში რელიგიური დაპირისპირების საფრთხე არსებობს,“

აფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე დელონე აცხდებს რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა. დიპლომატი ფიქრობს რომ ის რაც საფრანგეთში მოხდა ამ ქვეყნის ომში ჩართვის ტოლფასია.

„ ასეთი მაშტაბის ტერორისტული აქტი საფრანგეთში ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. ეს იმ ფონზე როდესაც გუშინ გაკეთდა განცხადებები რომ რამდენიმე ტერაქტი იქნა თავიდან აცილებული. ვითარება ქვეყანაში დაძაბულია. ტერორისტების ეს ქმედება ნიშნავს რომ საფრანგეთი ფაქტიურად ომში ჩაერთო,“- აცხადებს დელონე.

ეკა სირაძე დელონე „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნავს რომ საფრანგეთში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს.

„მთავარია ახლა ერთობა და ეს ერთობა საფრანგეთში არის. მთავრობა ცდილობს არ განაწყოს მოსახლეობა ისე რომ მოხდეს ფრანგი ხალხის დამოკიდებულების შეცვლა ყველა მუსლიმანის წინააღმდეგ. მაგრამ ეს საფრთხე არსებობს. თუმცა ვფიქრობ რომ საფრანგეთის მთავრობის ყველა განცხადება არის სწორი,“- აცხადებს დელონე.

საქართველოს ელჩის განცხადებით საფრანგეთში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს.

banner
წინა სტატიაში,,ბოინგი,, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი თვითმფრინავი
შემდეგი სტატიავირუსების შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან არის მოსალოდნელი