საფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავია-ბრძოლაში ერთვება

ერთადერთი ფრანგული ავიამატარებელი „შარლ დე გოლი“ საერთასორისო კოალიციის ძალებს შეუერთდება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ერაყსა და სირიაში. დღეს დილით უკვე გამოფრინდნენ Rafale ერაყის მიმართულებით.

ფრანგული ავიაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციებში სექტემბრიდან მონაწილეობს. ავიამატარებლის „შარლ დე გოლის“ მონაწილეობა ოპერაციაში მნიშვნელოვნად შეამცირებს გზას, რომლის გავლაც სამხედრო თვითმფრინავებს უწევთ ერაყსა და სირიაში ავია ოპერაციების ჩასატარებლად.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო
შემდეგი სტატია“ოსკარები” 2015 – გამარჯვებულების სრული სია