საფრანგეთის პოლიციის მიერ ძებნილმა ჰაიატ ბუმედიენმა ქვეყანა დატოვა

საფრანგეთში მძევლების აყვანისთვის ძებნილმა ჰაიატ ბუმედიენმა ქვეყანა დატოვა-ამ ინფორმაციას საფრანგეთის სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაახლოებული წყაროები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით ბუმედიენმა თურქეთ-სირიის საზღვარი 1 ან 2 იანვარს გაიარა.

იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა გამოდის, რომ ძებნილი ქალი საფრანგეთში მაღაზიაში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს არ იმყოფებოდა.

ჰაიატ ბუმედიენის ქვეყნიდან გასვლის და ფრანგული წყაროების შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის
შემდეგი სტატიავინ არის ძებნილი ჰაიეტ ბუმედიანი?