საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია, მუშაობას შეუდგეს

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

ამ წუთის მდგომარეობით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლეტებულია და უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა საბჭოს კანდიდატურების არჩევნების შემდეგ გააკეთა.
“ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ რთულ საქმეში. მათ საქმიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ რეფორმის წარმატებასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული ბანკის სისტემაში მოხდა და, რასაც იმედით ველით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტმა დღეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებად მთავრობის მიერ წარდგენილი ოთხი წევრი აირჩია. საბჭოში ასევე შევლენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს.
რჩება ერთი ვაკანსია, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად მოგვიანებით იქნება წარდგენილი.
დღეს მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: უცხოური დაკვეთის შესრულება, ან გარიგება ნაციონალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად