თვითმხილველთა განცხადებით, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში მეჩეთის აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 150-მდე დაჭრილია…
არაბული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთის ტერიტორიაზე, რომლის მრევლი შიიტი მუსლიმები იყვნენ, ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის მხოლოდ აღმოსავლეთ პროვინციებში ცხოვრობენ შიიტი მუსლიმები, რომლებიც პერიოდულად თავიანთი უფლებების დასაცავად გამოდიან… ამ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა კი – სუნიტები არიან.