საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო

თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდის

თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდისსაუდის არაბეთმა ევროპული ნავთობ ბაზრის ასათვისებლად ახალი ბრძოლა დაიწყო რუსი მომწოდებლების წინააღმდეგ. Saudi Aramco-მ სექტემბერში პოლონეთში ნავთობის მომარაგება დაიწყო და მომხმარებელს ახალი, დაბალი ტარიფი შესთავაზა, ვიდრე რუსულმა Urals-მა.
საუდის არაბეთი ნავთობის ფასის აქტიურ დემპინგირებას ახდენს და პირველად შევიდა პოლონურ ბაზარში. პირველი ტვირთი პოლონეთის ქალაქ გდანსკში 21 სექტემბერს მიიღეს და მინიმუმ სამი პარტია მიაწოდა.

რუსული Urals-ის პოზიციებს ევროპის ბაზარზე ახლო აღმოსავლეთი აქტიურად უტევს – ამბობენ ტრეიდერები და ანალიტიკოსები. უკანასკნელ ხანებში ევროკავშირის მეორე ქვეყანამ – უნგრეთმა ირანის ქურდისტანის ნავთობით ჩაანაცვლა Urals-ი. უფრო ადერე კი საუდის არაბეთის კომპანიებმა აზიელი მყიდველებისთვის და აშშ-სთვის ფასები გააიაფა. მედიუმის ოფიციალური ფასი მინიმუმ 3 წლის განმავლობაში 1,9 დოლარით გაიაფდა, არაბ ლაითისთვის კი – 1,7 დოლარით.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს