საუდის არაბეთმა იემენის დაბომბვა შეწყვიტა

საუდის არაბეთმა იემენის დაბომბვა შეწყვიტა

საუდის არაბეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამბოხებული ჰუსიტების პოზიციების დაბომბვა ორი საათით შეწყვიტეს, რომ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიიეცეს.
თავის მხრივ, ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ ორი გემი გაგზავნეს საკუთარი მოქალაქეების საევაკუაციოდ.
ადენას პორტში ასევე ჩინური გემი დგას ჩინეთის მოქალაქეებისთვის, დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლებისთვის.
რამდენიმე დღის წინ არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტზე მთავარი განხილვის თემა იემენის სამხედრო კონფლიქტი იყო.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიის პოლიციამ ორ ინციდენტში ათი ადამიანი მოკლა
შემდეგი სტატიაზუგდიდში დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა