“საუბარი იყო საქართველოში რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე”- კალაძის მოლაპარაკებები “გაზპრომთან”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „გაზპრომის“ პრეზიდენტს შეხვდა. როგორც “გაზპრომის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე და ასევე მის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე კახი კალაძემ და ალექსეი მილერმა გაზის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„მხარეებმა განიხილეს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი იყო საქართველოში რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე და ასევე მის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში“, — იტყობინება რუსული კომპანია.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე წერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. უწყება მცირე ინფორმაციას ავრცელებს.

“ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შეხვდა გაზპრომის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, აგრეთვე საუბარი შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს,”-ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა მუხიანში ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატიალარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მონეტა მოიჭრა