სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო ადასტურებს, რომ 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს.
“ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, გუშინ მე-8 დაწესებულებასთან შეკრებილი იყვნენ გარდაცვლილი პატიმრის ახლობლები. მათი ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმარს გამომძიებელი შეხვდა. ახლობლები ამბობენ, რომ პატიმარი უახლოეს ხანში საპროცესო გარიგებით გათავისუფლებას ელოდებოდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ჩარკვიანი: „ჩემი ყველა საქციელი რაღაც სიგიჟესთანაა კავშირში!
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება