სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. კანონმდებლობით, მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, თანამდებობას მოადგილეებიც ტოვებენ და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
სასჯელაღსრულების უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სულ ორი მოადგილე ჰყავდა – კახა კახიშვილი და ბესიკ დევდარიანი. როგორც ცნობილია, კახა კახიშვილი უწყების ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა. შესაბამისად, თანამდებობიდან მხოლოდ ბესიკ დევდარიანი გათავისუფლდა.
ახალი მინისტრის მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოსცეს.

banner
წინა სტატიაშითემქაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაქართველოში ივლისში ვიზიტორთა რაოდენობა 9,5 %-ით გაიზარდა