სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე – პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით მიმდინარეობს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე მივიდა. შეტყობინების თანახმად, პაციენტს ფეხის არეში ტრავმა ჰქონდა მიღებული. ექიმებს ადგილზე დახვდა 5 ნასვამი პირი, რომლებმაც მედიკოსებს პაციენტისთვის პირველადი დახმარების გაწევის საშუალება არ მისცეს.
“ნასვამმა პირებმა ექიმებს ანამნეზის დაწერის საშუალება არ მისცეს და გადავიდნენ აგრესიულ შეტევაზე. ისინი თვითნებურად გაჰყვნენ სასწრაფოს, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მძღოლი ცდილობდა დაშავებულის საკაცით რეანიმობილიდან გადმოყვანას, ნასვამმა პირებმა მასზე განახორციელეს აგრესიული თავდაცხმა და მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცემი მძღოლის მდომარეობა სტაბილურია”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშირუსი მაშველები რიწაში დაღუპულის სამძებრო სამუშაოებს შეუერთდნენ
შემდეგი სტატიაწარადგინა მაია ფანჯიკიძემ ეს არამზადა ტუღუში – ირმა ინაშვილი