სასწავლო წლის დაწყება პრემიერმინისტრმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლიდან მიულოცა

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომასასწავლო წლის დაწყება პრემიერმინისტრმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლიდან მიულოცა.

პრემიერმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ განათლება მთავრობის პრიორიტეტია.

“თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, პირველ რიგში ჩვენს განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ. განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ვერც ეკონომიკას, ვერც სოფლის მეურეობას, ვერც მეცნიერებას განვავითრებთ, ვერც ახალ ტექნოლოგიებს დავნერგავთ, თუ შესაბამისი განათლებული თაობა არ გვეყოლება. ჩვენი პრიორიტეტია სათანადო განათლების მიცემა ჩვენი მომავალი თაობისთვის. მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წილკანის სკოლის დირექტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გამოცდილი პედაგოგია. მისივე თქმით, ეს სკოლა, დაახლოებით, ერთი წელია აშენდა, მანამდე კი მის ადგილას ძველი შენობა იყო.

პრემიერმა ჩინეთის მაგალითი მოიყვანა. მან განაცხადა, რომ ის ცოტა ხანია, რაც ჩინეთიდან დაბრუნდა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთში ყველაფერი შრომისმოყვარეობით შეძლეს და იქ განათლება პრიორიტეტულია.

“მჯერა, რომ გვეყოლება ძლიერი განათლებული თაობა, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს განათლებულ თაობას კონკურენციას გაუწევს,”-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მილოცვა
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია