“სასწავლო საშვი”–ტერორი ქართველ მოსწავლეებზე

გასულ სასწავლო წელს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის სკოლებში 30-მდე მოსწავლე დადიოდა. ამ დროისთვის გაურკვეველია მისცემენ თუ არა მოსწავლეებს რუსი ოკუპანტები უფლებას იარონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მეზობელ რაიონებში სასწავლებლად..როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ბავშვებს სპეციალური ნებართვები წინასწარ ააქვთ აღებული, თუმცა მისცენ თუ არა ყველა ბავშვს ე.წ საშვს ჯეჯერობით უცნობია.

გალში გადასვლა შესაძლოა ერთჯერადი საშვებით მოხდეს

როგორც “თაიმერს”ადგილობრივებმა განუცხადეს “წელს სასწავლო წლისთვის პროგრამები შეიცვალა და გამკაცრდა. გალის რაიონის 11 სკოლაში, სადაც ქართულ ენაზე ხდებოდა სწავლა,მიმდინარე წელს ქართულს კვირაში ორჯერ, როგორც დამოუკიდებელ საგანს ისე შეასწავლიან. საბერიო და დიხაზურგას სკოლებში კი ქართული ენა სასწავლო პროგრამიდან საერთოდ ამოღებულია. ჩვენ გვირჩევნია შვილები, მიხედავად დიდი ტერორისა, ქართულ სკოლაში ვატაროთ, სადაც ქართულ ენას და ლიტერატურას სრულფასოვნად შეასწავლიან”–აცხადებენ ადგილობრივები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ გაიხსნება