სასწავლებელი ეს არის ის დაწესებულება, სადაც ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს და შეიძლება არაფერი არ გამოიტანოს სასწავლებლიდან

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებსწიგნს უნდა კითხულობდეთ და თქვენ ის გაგიკვლევთ გზას ჭეშმარიტებისაკენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილ ახალგაზრდებს და სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პარაკლისის დროს სასულიერო პირებმა შესთხოვეს უფალს, ახალგაზრდებს ღმერთმა გაუხსნას გონება და გული განათლებისა და ყოველივე კეთილის შესამეცნებლად. პარაკლისის დაწყებამდე კი უწმინდესმა ახალგაზრდებს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ უნდა იკითხონ წიგნები, რომელიც მათ ჭეშმარიტებისაკენ გზას გაუკვლევს.
“სასწავლებელი ეს არის ის დაწესებულება, სადაც ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს და შეიძლება არაფერი არ გამოიტანოს სასწავლებლიდან. ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენზე. პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი, წიგნს უნდა კითხულობდეთ და თქვენ გაიგებთ გზას ჭეშმარიტებისაკენ”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ქადაგებისას გაიხსენა მისი სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლების პერიოდი და აღნიშნა, რომ სასწავლებელი აძლევს ადამიანს გასაღებს.
“ამ გასაღებით შენ უნდა გააღო ის დარბაზი, რომლითაც მიიღებ განათლებას. განათლება ღვთისაგან ბოძებული მადლია. ადამიანი ღირსი უნდა იყოს, რომ უფლის მადლი გადმოვიდეს მის გონებაზე”, – განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა შესთხოვა უფალს, რომ ახალგაზრდების მიერ მიღებული განათლება სასარგებლო იყოს მათთვის და ქვეყნისათვის.

banner
წინა სტატიაშიპირველი ლედი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში
შემდეგი სტატიადაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში მინისტრმა მიაცილა