სასულიერო პირი ილია ჭიღლაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ქეთი დოლიძის ფრაზამ „თამარ მეფე მოღალატეებს ფალოსზე სვამდა“ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, სასულიერო პირი ილია ჭიღლაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„ქეთევან დოლიძე, ბოდიში უნდა მოიხადოთ წმ. თამარ მეფის სულის წინაშე! რადგან ყველა ისტორიული წყაროს ერთსულოვანი მოწმობით თამარ მეფემ აკრძალა ყოველგავარი დასახიჩრება და თვით სიკვდილით დასჯაც კი, თავის სამეფოში! საყოველთაოდ ცნობლია მისი ჰუმანიზმი და მონაზვნული ასკეტიზმი! ამ დეზინფორმაციას და სისულელს, რომ ავრცელებ ცნობილი „ინტელიგენტი“ ბომონდელი, სირცხვილია!“

banner
წინა სტატიაშიგიუმრის დანაშაულს ერთობლივი სომხურ-რუსული შტაბი გამოიძიებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი პარლამენტის გადაწყვეტილებაზე