სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, წელს პირველად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.

ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაცი8ით, სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში ეჯიბრებოდნენ.

“სასკოლო სპორტული ოლიპიადა წარმატებით მიმდინარეობდა და „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის ფინალური ტურნირით დასრულდა. აქვე გაიმართა გამარჯვებული გუნდებისა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა დააჯილდოეს. ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღებენ, რომელიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება”,- აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განმარტებით, სასკოლო სპორტული ოლიპიადის პროექტი საპილოტე იყო და ამ მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი პოპულარული გახდა და მან სპორტით მოსწვლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება და ოლიმპიადაში საქართველოს ყველა სკოლა ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები დადებითად შეფასდა
შემდეგი სტატიასერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი ხელოვნების სასახლეს გადაეცა