სასაფლაოების მიმართულებით დღეს ყვითელი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დღესაც ისევე როგორც გუშინ, ავტობუსები იმოძრავებს დედაქალაქის 8 სასაფლაოს მიმართულებით.

ამისათვის 50 ავტობუსია გამოყოფილი. ტრანსპორტი მოსახლეობას დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე უფასოდ მოემსახურება.

უფასო ავტობუსები მეტრო დიდუბიდან გავა – მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით.

მარჯანიშვილიდან და სადგურის მოედნიდან – კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ.

დელისიდან – საბურთალოს სასაფლაოს, სარაჯიშვილიდან – თბილისის ზღვის მიმართულებით.

ავტობუსები იმოძრავებენ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოზე კი უფასო ტრანსპორტი მოსახლეობას მეტრო ვარკეთილიდან და მესამე მასივის, შუამთის ქუჩის მეათე კვარტლიდან მოემსახურება.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია
შემდეგი სტატიათავისუფალი დემოკრატები მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის საკითხს უახლოეს სესიაზე დააყენებენ