სასამართლო დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას საქმის განხილვას იწყებს

2008 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ ებრალი ინსტრუქტორების მიერ წვრთნების ჩატარებაზე საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ამ საქმეზე ბრალდებულია უწყების ყოფილი ხელმზღვანელი, დავით კეზერაშვილი და შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ნინუა. მათ გამოძიება 5 მილიონი ევროს გაფლანგვაში ადანაშაულებს.

“საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში 2008 წელს წვრთნის ჩატარებას. ბრალდება გვედავება 5 მილიონი ევროს გაფლანგვას, ანუ თითქოს ისე გადაერიცხა ეს თანხა ერთ-ერთ კომპანიას, რომ წვრთნა არ ჩატარებულა. იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში დადგება გამამართლებელი განაჩენი კეზერაშვილის მიმართ,“ – განაცხადა დავით კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : მთავრობა არ არის ადეკვატური
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანონდარღვევაში ადანაშაულებს