სასამართლოს ორ თვეში ერთხელ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის ვალდებულება ექნება

სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს და ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ბარამიძის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ ერთ-ერთ წინა სხდომაზე დაამტკიცა და იგი უკვე წარდგენილია პარლამენტში, ხოლო განხილვა მიმდინარე კვირას დაიწყება.
“ეს ეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხში ფაქტობრივად რევოლუციურ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება, რომ დაასაბუთოს ხოლმე კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით რატომ გამოიყენა ან შეცვალა და ა.შ. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. სასამართლოსვე დაეკისრება ვალდებულება, რომ ორ თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით გადასინჯოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“სამართალდამცავებმა არ უნდა დაუშვან ექსტრემიზმის პროპაგანდა,” – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიასომალიში გაეროს წარმომადგენლები ააფეთქეს