სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატისთვის მოულოდნელი არ ყოფილა

ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, დავით სალია აცხადებს, რომ სასამართლოს მათ ჯერ კიდევ გუშინ მიმართეს.

“ყადაღა დაედო ტელეკომპანია საქართველოს წილებს, წილების გასხვისება დიმიტრი ჩიქოვანზე იგეგმებოდა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა, გარიგების მიხედვით საუბარი იყო იმაზე, რომ წილი იყიდებოდა 400 ათას დოლარად, დიმიტრი ჩიქოვანს ვალდებულება უნდა აეღო 6 მილიონი დოლარის ინვესტირებისა რუსთავი 2-ის საწესდებო კაპიტალში, ამ ყველაფერმა ჩვენი დასაბუთებული ეჭვი გამოიწვია, რომ ეს მხოლოდამხოლოდ ერთი რამისთვის არის გამიზნული, როდესაც ქიბარ ხალვაშს საკუთრების უფლება აღუდგება რუსთავი 2-ის წილებზე, ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ რამდენიმე მილიონ დოლარზე მოთხოვნის უფლება გააჩნდეს, რამაც შესაძლოა, ტელეკომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: 1 ოქტომბერი შეგვიფასეთო ერთი წინადადებით: უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!
შემდეგი სტატია“რუსთავი 2” საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს