სასამართლომ უგულავას ბრალი დაუმძიმა

დღეს თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასამართლომ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან, ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან და სახელმწიფო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმა.

უგულავას ადვოკატის განცხადებით, ბრალის დამძიმება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ უგულავას მიმართ გამოტანილ წინასწარ პატიმრობის ვადის გასვლით, მისი განთავისუფლება არ მომხდარიყო.

ბრალის დამძიმება მოხდა აგრეთვე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე.

კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე კი, სასამართლომ რამდენიმე მუხლში ბრალდების დაზუსტების თემაზე იმსჯელა.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინას 11 ევროპული ქვეყანა იარაღს მიაწვდის
შემდეგი სტატიაესტონეთში ამერიკული ტანკები და საზღვაო დესანტი ჩავიდა