სასამართლომ ნინო ბურჯანაძის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თამჯდომარეობა არალეგიტიმურად ცნო

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თამჯდომარეობა არალეგიტიმურად ცნო. ინსტანციამ დააკმაყოფილა ქრისიტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრთა სარჩელი, რის საფუძველზეც გაბათილდა 2014 წლის 6 მაისს ჩატარებული ყრილობის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ სწორედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს.

ამ ყრილობის შემდეგ კი ჩატარდა პარტიის მორიგი ყრილობა, სადაც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და ამჟამად ის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის სახელით საქმიანობს. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიხიროსიმა და ნაგასაკი: ატომური ერის დასაწყისი
შემდეგი სტატია“რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს” – ნინო კალანდაძე