სასამართლომ ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენი დაადასტურა

ეგვიპტის სასამართლომ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის სასიკვდილო განაჩენი დაადასტურა პოლიციელებსა და ციხეებზე თავდასხმის გამო.

პრეზიდენტს ბრალი 2011 წელს ქაიროს ციხეზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება, რომლის დროსაც ციხიდან თვითონ მუსრი და «მუსლიმი-ძმების» რამდენიმე წარმომადგენელი იქნა გამოშვებული.
სასამართლომ გადაწყვეტილება 16 მაისს მიიღო, მაგრამ ეგვიპტეში ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას უმაღლესი მუფტები ადასტურებენ.
თუმცა მუფტების დასტურის გასაჩივრებაც არის შესაძლებელი.

მუსრისთან ერთად სასიკვდილო განაჩენი «არაბული გაზაფხულის» კიდევ 100 წევს გამოუტანეს.
გასულ სამშაბათს სასამართლომ გადაგდებულ პრეზიდენტს ჯაშუშობის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის ჰამასის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. ისლამისტური მოძრაობა ჰამასის გარდა ყოფილი პრეზიდენტი ლიბანის მოძრაობა «ჰესბოლასა» და ირანის სასარგებლოდ ინფორმაციების მიწოდებაშია დადანაშაულებული.
მურსის მომხრეებმა ბრალდებებს «აბსურდული» უწოდეს.
საერთო ჯამში ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილის განაჩენი მიესაჯა 16 ადამიანს, აქედან 13-ს დაუსწრებლად. კიდევ 17-მა კი სამუდამო პატიმრობა მიიღო.
მუსრი ეგვიპტის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა.
ერთ წელიწადში მან მოსახლეობაში პოპულარობა დაკარგა, მას შემდეგ კი, როცა საკუთარი უფლებამოსილების გაზრდის ბრძანება გამოსცა, ეგვიპტეში მასობრივი პროტესტები დაიწყო.
მუსრის მომხრეები ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. თვითიონ პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ არ აღიარებს სასამართლოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშითბილისში დღეს ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიააქტივისტები პუტინის ბრძანებას აპროტესტებენ