სასამართლოდან გაქცეული 21 წლის პატიმრის კვალს მეორე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

უკვე მეორე დღეა, პოლიცია სასამართლოდან გაქცეულ 21 წლის მსჯავრდებულს უშედეგოდ ეძებს.

დიმიტრი ხაჩიაშვილმა სამართალდამცავებისგან გაქცევა ერთხელ სასამართლოში, შემდეგ კი რეიდის მიმდინარეობის დროს შეძლო და ამ დრომდე მიმალვაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები გაქცეული მსჯავრდებულის ადგილსამყოფელს უახლოებს დღეებში დაადგენენ, მანამდე კი სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სხეულის დაზიანებისთვის დაკავებულმა დიმიტრი ხაჩიაშვილმა სასამართლოდან გაპარვა მას შემდეგ მოახერხა, რაც მას აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა.

გაქცეული ახალგაზრდის ადგილსამყოფელი არც მისმა ადვოკატმა და არც ოჯახის წევრებმა არ იციან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიარომის პაპი: დაფიქრდით, ეს ხომ ომია ქრისტიანებს შორის