სასაზღვრო პოლიცია ,,თაიმერის” ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება

სასაზღვრო პოლიცია ზურაბ გამეზარდაშვილის მიერ შვილისთვის 30 ათასიანი ავტომობილის შეძენის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.  შსს სასაზღვრო პოლიციის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა ბაბილოძემ ,,თაიმერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ სააგენტოს წერილობითი კომენტარი გამოუგზავნა.

,,თაიმერი” ბაბიძლოძის ტექსტს უცვლელად  გთავაზობთ:

,, საინფორმაციო სააგენტო „Timer.ge”-ს მიერ გავრცელებულ სტატიაში „სკანდალი სასაზღვრო პოლიციაში – შვილისთვის შეძენილი 30 000-იანი ავტომობილი და მეგობრებისთვის დარიგებული ოპერატიული ნომრები“-შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის შესახებ მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს. ზურაბ გამეზარდაშვილს არ შეუძენია სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტიდან ავტომანქანა,რომელიც შემდეგ სუს-ს გადასცა და რომლითაც თითქოსდა მისი ვაჟიშვილი გადაადგილდება , როგორც ეს სტატიაშია ნათქვამი. ასევე , მას ბიუჯეტის ფულით არ შეუძენია ავეჯი საკუთარი მოხმარებისთვის და არც ოპერატიული ნომრები გადაუცია თავისი მეგობრებისთვის. ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტი გულისხმობს, რომ როდესაც სტატია იწერება კონკრეტულ პიროვნებაზე , აუცილებლად უნდა ჩანდეს მეორე მხარის პოზიციაც – რაც ამ შემთხვევაში დაცული არ არის. ავტორს სტატიაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ გადაუმოწმებია მეორე მხარესთან და სტატია ცალმხრივად გამოაქვეყნდა”–აცხადებს ბაბილოძე.

შსს–ს სასაზღვრო პოლიციასთან დაკავშირებით,  ,,თაიმერის” მიერ გავრცელებული  ინფორმაცია კი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ: http://www.timer.ge/?p=45225

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკი” მზად არის, სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთზე განსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს