სარკოზი: პუტინთან მოლაპარაკება საჭიროცაა და შესაძლებელიც

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ფრანგული ,,მონდისათვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ,,ვლადიმერ პუტინი ის კაცია, ვისთანაც მოლაპარაკება საჭიროც არის და შესაძლებელიც,,

გაზეთისათვის მიცემული ვრცელი ინტერვიუში, რუსული პოლიტიკის კომენტირებისას სარკოზიმ განაცხადა: ,,შესაძლებელი არ დაეთანხმო იმას, თუ როგორ იქცევა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ პირობები ახალი ცივი ომისთვის… მაშინ, როცა ასე გვჭირდება რუსეთი ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლისა და სირიის ტრაგედიის დარეგულირების მიმართულებით. ამაში არანაირი აზრი არა არის,,

ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირებაში საკუთარი როლის შეხსენებასთან ერთად, მიცემულ ინტერვიუში სარკოზიმ თავის შეხედულებაც დააფიქსირა პუტინთან ურთიერთობის აუცილებლობაზე…

,,როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი უთანხმოების წერტილები, ბატონი პუტინი არის ის კაცი, რომელთანაც მოლაპარაკება საჭიროა და შესაძლებელიც,, განაცხადა სარკოზიმ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა
შემდეგი სტატიაკომპენსაციების გაცემის წესი საკრებულოს მერიაში ამ დრომდე არ გადაუგზავნია