სარკოზის თანაგუნდელი ყოფილი მინისტრი დააკავეს

საფრანგეთის ყოფილი შსს მინისტრი კლოდ გეანი დაკავებულია. მას გამოძიება, გადასახადებისაგან თავის არიდებასა და 2007 წელს ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დროს ლიბიის, კადაფის ხელისუფლების მხრიდან გამოყოფილი თანხის გათეთრებაში ედავება…

გამოძიების აზრით, გეანის საბანკო ანგარიშზე არსებული 500.000 ევროც, ჩინოვნიკს უკანონოდ აქვს მიღებული… რაზეც თავად ჩინოვნიკი აცხადებს, რომ მან ესთანხა, საკუთარი კოლექციიდან ორი ნახატის გაყიდვის გზით მიიღო. გამოძიება აცხადებს, რომ მათი მონაცემებით ნახატების რეალური ფასი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ანგარიშზე არსებული თანხა…

აღსანიშნავია, რომ ფრანგი სამართალდამცავები კლოდ გეანს, ბოლო სამი წლის მანძილზე უკვე მესამედ აკავებენ კორუფციისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან
შემდეგი სტატია“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ სამხედრო კურსანტების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს