სარკოზიმ ევროპას უღალატა და პუტინს დაუწვა…

ფრანგი დეპუტატების მიერ ყირიმში რუსეთის გავლით  ვიზიტი, ევროპელი ლიდერების მიერ განხილულია, როგორც სარკოზის პარტიის მიერ უკრაინასთან მიმართებაში ერთიანი ევროპული პოზიციის ღალატი და პუტინის ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერა ოკუპაციის საკითხში, რადგან ყირიმში ჩამსვლელი ფრანგი დეპუტატები სწორედ სარკოზის პარტიას წარმოადგენენ პარლამენტში …

თავად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფრანგი დეპუტატების ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც საერთაშორისო ნორმების დარღვევა და უპასუხისმგებლობა, ამასთანავე  მოუწოდა მათ თავი შეიკავოთ ყირიმში ჩასვლისაგან…

ამ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო უწყებაც, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური ჟესტით და კეთილგონიერებისკენ მოუწოდა მათ.

საფრანგეთის სოციალისტური პარტია კი, რომლის დეპუატებიც მიემგზავრებიან ყირიმში, თვლის, რომ ,,საფრანგეთი საბჭოთა კავშირი არაა და დეპუტატები სად ჩავლენ, ამას მმართველ პარტიას არ ეკითხებიან, რადგან პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ ამომრჩევლებთან გრძნობენ,,

რა თქმა უნდა ამ ვიზიტით სიხარულს ვერ მალავს რუსეთი, რომელიც უკვე აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან მიმართებაში ერთიანი არაა და აზრი უკვე ორად გაიყო… რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ,,ფრანგი დეპუტატების ვიზიტი ყირიმში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროპა რუსეთთან მიმართებაში ერთიანი არაა,,

ფრანგი დეპუტატების  ყირიმულ ვოიაჟს გუშინ გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყებაც, რომლის განცხადებით, ,,ფრანგი დეპუტატების ეს გადაწყვეტილება, არის უპასუხისმგებლო, უპატივცემლობა უკრაინის სუვერენიტეტის და უკრაინული კანონების შეგნებული დარღვევა. ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყება აფრთხილებს უცხოელ მოქალაქეებს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეიძლება მათ დაეკისროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის შემთხვევაში… რაც სხვა შეზღუდვებთან ერთად უკრაინაში შესვლის აკრძალვასაც ისახავს მიზნად,, აცხადებს უკრაინული სამინისტრო, რაც ფრანგ დეპუტატებს საკრკოზის პარტიიდან დიდად არ ანაღვლებთ.

www.timer.ge

TIMER-AA

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს