სარევიზიო კომისიის სხდომა კრწანისის ყოფილი გამგებლის საქმიანობას დახურულ კარს მიღმა განიხილავს

თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის დახურული სხდომა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის კაბინეტში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, სხდომაზე განიხილავენ ხათუნა ბერძენიშვილის გამგებლობის პერიოდში გაწეულ ფინანსური ხარჯებს.

სხდომის დაწყებამდე „ნაციონალურ მოძრაობაში” საკრებულოს უმცირესობის ბრიფინგი გაიმართა, სადაც სარევიზიო კომისიას ორმაგ სტანდარტებში დასდეს ბრალი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – თბილისის” წევრის განცხადებით, სარევიზიო კომისიის აქტში არ იკვეთება არანაირი დანაშაული. მისივე განმარტებით, ამავდროულად, სარევიზიო კომისიის რევიზორების მხრიდან იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გამოიხატება სამსახურებრივ გულგრილობაში, ან ფაქტების გაყალბებაში.

„რევიზორმა, რომელმაც შეამოწმა კრწანისის გამგეობა 2013 წლის პირველ ნახევარში, არ დაადასტურა არანაირი დარღვევა. ხოლო, როცა მას ჰქონდა უკვე შარშან პოლიტიკური დაკვეთა, მათ სიმავე პერიოდზე არის დარღვევები. სარევიზიო კომისიის წევრების მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით სამართალს,” – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – თბილისის” წევრი თემურ გრიგალაშვილი.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: პარტიულობა სამარცხვინო არ არის
შემდეგი სტატიაექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობრებმმა საგანგებო მიმართვა გაავრცელს