სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური “ღრმაღელე” ერთი დღით დაიკეტ

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური "ღრმაღელე" ერთი დღით დაიკეტსარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური “ღრმაღელე” ერთი დღით დაიკეტა. დღეს საღამოს “ღრმაღელესთან” დაზიანდა სანიაღვრე კოლექტორი, რამაც მეტროს სადგურის გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია და საჭირო გახდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს საღამოს 20.30 საათიდან, მეტროს სადგური “ღრმაღელე” ერთი დღით დაიკეტა. “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, მეტროს სადგურ “ღრმაღელეს” მუშაობის განახლებამდე, მეტროს სადგურების მონაკვეთებზე “ღრმაღელე-დიდუბე” და “ღრმაღელე-გურამიშვილი” და პირიქით, მგზავრებს უფასო ავტობუსი მოემსახურება.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” შექმნილი დისკომფორტისთვის მეტროს სადგურის აღნიშნული მონაკვეთებით მოსარგებლე მგზავრებს ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გამოწვევის საკითხზე ბიუროს ხვალ მიმართავს
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს