სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს მერია პასუხობს

„სარაჯიშვილის ქუჩის მესამე ჩიხის მაცხოვრებლების ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება“ – ამ განცხადებას თბილისის მერიაში აკეთებენ. მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ადგილზე 10 დღეში დაიწყება.

„რომელ კომპანიასაც ჰქონდა მოგებული ტენდერი ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. მიატოვა სამუშაოები. გამოვლენილია ახალი კომპანია გავუფორმებთ ახალ ხელშეკრულებას და ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება ყველაფერი,“- აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ქუთათელაძე.

თბილისში სარაჯიშვილის ქუჩის მესამე ჩიხში, იტალიურ ეზოში, მცხოვრები 25-მდე ადამიანი 2 წელია საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვს. მათ დღეს აღნიშნული მოთხოვნით აქციაც გამართეს. ადგილობრივები მთავრობას მოუწოდებენ, განაახლონ გზის აღდგენითი სამუშაოები. როგორც ისინი ამბობენ გზის საფარის შეკეთებასთან ერთად მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემაც.

banner
წინა სტატიაში“ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”
შემდეგი სტატია“ღამის მგლების” ჩეჩნურ დაჯგუფებას კადიროვი უხელმძღვანელებს