საპროტესტო აქციები სოხუმში

გუშინ, გალის დე-ფაქტო მილიციამ ორი ქართველი დააკავა და სასტიკად სცემა. ერთ–ერთი მათგანი კახა შონია საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის მშობლებმა სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურას მიმართეს,თუმცა მათ კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. დაზარალებულებს ბრალი ქურდობაში ედებათ. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ისინი ქურდობის მომენტში აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. ამას დაზარალებულების ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

გალის რაიონის პროკურორის კახა პერტაიას მოთხოვნით გალის დე -ფაქტო პოლიციის ყველა თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. 29 მარტს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამი პოლიციელი კი სოხუმის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
„მე ხელს არ შევუშლი პროკურატურას ჩემი თანამშრომლების საქმის გამოძიებაში“ – განაცხადა დე- ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქურდობის ბრალდებით გალის პოლიციის თანამშრომლებმა რაიონის მკვიდრები 1973 წელს დაბადებული კახა შონია და 1989 წელს დაბადებული ირაკლი დარსანია დააკავეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილები სასტიკად სცემეს. შედეგად ორივე მათგანი რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუმცა ამ დრომდე დაზარალებულებმა ვერ ამოიცნეს დამნაშავე პოლიციელები. „სწორედ ამ მიზეზით ყველა სამართალდამცავს საქმის დახურვამდე შეუჩერდათ უფლებამოსილება“ – განაცხადა ლოლუამ.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ნაცემი ახალგაზრდების, ახლობლების და მეზობლების საპროტესტო აქციები სოხუმში დე- ფაქტო შსს და პროკურატურის უწყებებთან. დაზარალებულებს საავადმყოფოში იცავს დე- ფაქტო პოლიცია და ახლობლებს დაზარალებულების თბილისში გადმოყვანის უფლებას არ აძლევენ.
კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამნაშავე პოლიციელების ამოცნობის საკითხიც. დაზარალებულებს შურისძიების ეშინიათ.

banner
წინა სტატიაშიჰარისონ ფორდი საავადმყოფოდან გამოწერეს
შემდეგი სტატიაBritish Airways-ის მონაცემთა ბაზა ჰაკერებმა გატეხეს