საპროკურორო საბჭო პირველად 29 ოქტომბერს შეიკრიბება

პროკურორთა საბჭოს კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო პირველად, მოქმედებიდან ერთი თვის თავზე უნდა შეიკრიბოს.

როგორც პროკურორი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, კანონის თანახმად, საბჭო პირველ სხდომას 29 ოქტომბერს გამართავს. რაც შეეხება ცვლილებას, რომელიც პროკურატურის შესახებ კანონში განხორციელდა, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ეს პროკურატურას კიდევ უფრო დამოუკიდებელს და გამჭვირვალეს გახდის.

„რეფორმა განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ პროკურატურა იყოს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე. ამას უზრუველყოფს პროკურორთა შემადგენლობა, რომელშიც არა მარტო ხელისუფლება, არამედ სამოქალაქო სექტორიც უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორთა კონფერენციაზე დღეს საპროკურორო საბჭოს დარჩენილ 2 წევრს აირჩევენ. 20 ოქტომბერს პროკურორთა კონფერენციაზე საბჭოს 6 წევრი შეირჩა.

სულ პროკურორთა საბჭო 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, ორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ორი დეპუტატი უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ორი მოსამართლე, ერთი კი, თავად იუსტიციის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსის ფოსტა სკოლის მოსწავლემ გატეხა
შემდეგი სტატიაკანადაში ოპოზიციამ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა