საპატრულო პოლიციის ავტომობილი მოსაცდელს შეეჯახა

ქობულეთში საპატრულო პოლიციის ავტომობილი მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი მოქალაქეს სისწრაფეში ეჯიბრებოდა, რა დროსაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე სახის ექსპერტიზა, რაც ავარიის გამომწვევ მიზეზს დაადგენს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„მანდარინები“ ოსკარისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიასაკრებულოში დეპუტატებმა მოქალაქეების განცხადებები განიხილეს