საპატრულო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ხვალ ავტომობილებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ

საცობი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა აკრძალულია, რის გამოც მოსახლეობამ ავტომობილით გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავონ.

როგორც ლევან მაჭავარიანმა გმირთა მოედანზე განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გზები მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაიხსნას.

“გასაგები მიზეზების გამო, მთელ რიგ ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა აკრძალულია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ განსაკუთრებელი აუცილებლობის გარდა, ხვალიდან მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომობილით მოძრაობისგან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე გაიხსნას გზები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი: პუტინი მოწინააღმდეგეა, ბინ ლადენი კი მე დავამარცხე
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს