საპატრულო პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდაშსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი – 1958 წელს
დაბადებული ზურაბ გ, 1975 წელს დაბადებული ირაკლი ც, 1979 წელს დაბადებული
გიორგი თ, 1975 წელს დაბადებული ლაშა დ, 1987 წელს დაბადებული ვასილ ლ,
1959 წელს დაბადებული სოლომონ ლ, 1991 წელს დაბადებული ზაზა პ, 1988 წელს
დაბადებული გიორგი თ, 1967 წელს დაბადებული ხვიჩა ს, 1976 წელს დაბადებული
მამუკა მ. და 1958 წელს დაბადებული გელა გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და
გასაღების ბრალდებით დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო
მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე ასევე ამხილეს 9 წევრი: 1985 წელს
დაბადებული ნანა ს., 1989წელს დაბადებული ლიკა რ., 1989 წელს დაბადებული
თამთა კ., 1978 წელს დაბადებული მზია მ., 1948 წელს დაბადებული რამიკო მ.,
1969 წელს დაბადებული ელისო ჯ., 1962 წელს დაბადებული ზურაბ ხ., 1976 წელს
დაბადებული ვლადიმერ ნ. და 1966 დაბადებული თამაზ ჩ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 22-ე
კილომეტრზე, მცხეთის ტერიოტრიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის
შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის დათვალიერებისას, მგზავრის სავარძლის ქვეშ
„გლოკ 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ვაზნა ამოიღეს.
ავტომანქანის მძღოლი, 1958 წელს დაბადებული ზურაბ გ, და მგზავრი – 1975
წელს დაბადებული ირაკლი ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები
ხვიჩა ს, გიორგი თ. და მამუკა მ. წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ქალაქ თბილისში
შეეძინათ, შემდეგ კი მართლსაწინააღმდეგოდ გადაეზიდათ და გაესაღებინათ ქალაქ
გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „გლოკ 19“-ის და „გლოკ 17“-ის
მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მათ ამ წინასწარ
შემუშავებული გეგმის განხორციელებაში სხვა დაკავებული და მხილებული პირები
ეხმარებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ,
მხილებული პირების სახელზე აფორმებდნენ შეძენილ იარაღს, რის შემდეგაც
აღნიშნული იარაღის რეალიზაციას ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონში ახდენდნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ქალაქ საგარეჯოში, გელა
გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2014 წლის
ივნისიდან დღემდე ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „გლოკ
19“-ის და „გლოკ 17“-ის მოდელის 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიტანეს და
რეალიზაცია მოახდინეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენის-შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-3
ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშივაზიანში ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატია8 ივლისს დედაქალაქს ხარისხიანი წყალი მიეწოდება