საპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

გვიან ღამით, საპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ ჩეჩნებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისინი პატრულს არასათანადო მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ლანჩხუთის ცენტრში მანქანების გაჩერებას მოჰყვა, საიდანაც ერთ-ერთს რუსული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
ინციდენტის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ პატრულის ყურადღება სანომრე ნიშანმა მიიქცია, მოქალაქეები პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმასაც აპროტესტებენ. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რაიმე ტიპის დაპირისპირებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიააშშ–ში თინა ხიდაშელის გამოსვლას ირინა სარიშვილმა ხეპრე ტექსტი უწოდა