საპატრულო ეკიპაჟი 14 წლის ბავშვს დაეჯახა

თელავში საპატულო ეკიპაჟი 14 წლის მოზარდს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე გადავარდა.

შემთხვევა აღმაშენებლისა და ლესელიძის ქუჩების კვეთაზე მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაზარალებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარება სტაბილურია.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ბანკები გაიხსნა