საპატრიარქო შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება 2015-05-11.

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის სახელით ინტერნეტ-სივრცეში ახლახანს გავრცელებული ტექსტი ქ-ნ შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნის. საერთოდ, იგი საჯაროდ არასოდეს აფიქსირებს თავის პირად პოზიციას და არ სარგებლობს არც ერთი სოციალური ქსელით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგ სიცრუესთან გვაქვს საქმე.

————————————————————–

თეთრუაშვილის სახელით კი შემდეგი შინაარსის წერილი გავრცელდა…

“საოცარ აზრებს ვკითხულობ…. პირდაპირ გეტყვით – გულისამრევია ჩემთვის დღეს აქ გამოფენილი მორალ- ფილოსოფიები… ნიანგის ცრემლებით პირდაბანილი რუსეთუმეების ლოგიკა… ახლა მომისმინეთ და არ გაგიკვირდეთ ჩემგან – რუსეთი ჩემი სამშობლოს მტერია!!!…რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთმა წამართვა ჩემი სამშობლოს სხეულის დიდი ნაწილი… დამიხოცა თანამემამულეები… გამიძარცვა და დამინგრია ეკლესიები… პირიდან ამომგლიჯა მშობლიური ენა… და ამას აკეთებდა საუკუნეების მანძილზე… მე რუსს მადლობას ვერ გადავუხდი იმის გამო, რომ ” ჯარისკაცის მამას” უყურებს… არც რუსის ნამღერი ” ჩიტო- გვრიტო” აღმაფრთოვანებს… არც იმისი დალეული ღვინო მინდა და მერე ნაბახუსევზე – ” ბორჯომი”…მე ჩემი ქვეყანა მინდა… ჩემი მიწა მინდა მთლიანი… იმ ხალისის დაბრუნება მინდა, როცა მეც მომინდება გულიანი სიმღერა… როცა შუაზე აღარ გადამიწყვეტენ დავით- გარეჯს… როცა ჩემი მიწის შემოსავლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დამჭირდება!… უფრო მეტიც – პასპორტითაც რომ აღარ შემიშვებენ! მოდი და იცხოვრე ახლა მშვიდად… მოდი და უკარი ახლა ტაში გაურკვეველი მსოფლმხედველობის დიაცს, თავდაცვის მინისტრად რომ მოგევლინება და კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ჩვენს ისედაც სავალალო მომავალს… ვერ ვაღიარებ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელიც რუსს, ჩემს დარჩენილ მიწაზე, ასეთი გაშლიგინების უფლებას მისცემს! დამიბრუნე, რაც წამართვი და მერე მობრძანდი, ბატონო! მერე ნახე, როგორი სტუმარ – მასპინძლობა შემიძლია!.. დამიბრუნე ჩემი მიწა და მერე შენს მოყვრად მიღებას ჩემი წინაპრებიც მომიწონებენ… უფლისთვისაც სათნო იქნება…. არ გაგიკვირდეთ – მეთქი….ზემოთ ვთქვი… არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ვაღიარებ ერთ რამეს – ორი დღის წინ, როცა რუსული სიმბოლიკებით დამშვენებული ბაიკერები ველური ყიჟინით წინ მივლიდნენ, დაახლოებით, იმავეს გაკეთება მომინდა, რაც დოდო აბაშიძის გმირმა გააკეთა “ფესვებში”… მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ, თავს ვერ შევიკავებდი! ეს იყო საოცარი განცდა – განცდა ჩემი მიწის კვნესა- ტკივილისა, რომელიც პირად ტკივილზე ბევრად უფრო მეტად მაწუხებს… გიორგობას გილოცავ, ერო! ქრისტიანობის ერთგულებისა და კერპების დამხობისათვის აწამეს დიდმოწამე! იქნებ, ჩვენც დავამსხვრიოთ ოდესმე ჩვენს გულსა და გონებაში აღზევებული ყომრალი კერპები! იქნებ, ისევ დავინახოთ მზე!”

banner
წინა სტატიაში,,მისი ფსიქიკა, ღრმად “ენჯეო”-შნიკური, ვერ თმობს პოზიციებს,,
შემდეგი სტატია,,დავწერე ამბავი ქურთუკის შესახებ,, – თინა ხიდაშელი