საპატრიარქო პატრიარქის მიერ გიული ალასანიას დაბარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიული ალასანია საპატრიარქოში იმყოფებოდა, თუმცა თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ პატრიარქისთვის დაბადების დღე მიელოცა

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას “მიშასთვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია:

ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს.

სხვათაშორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების “სიმართლე“, მისი კი – არა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირატომ გაიცა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროზე უფასოდ ლიცენზია–გიორგი ბარამიძე
შემდეგი სტატიარუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ