საპატრიარქოს დელეგაცია იტალიაში მამა ილია კარტოზიას ცხედრის გადმოსასვენებლად მიემგზავრება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს იტალიაში გაემგზავრება. სასულიერო პირები პირადად მოაგვარებენ ყველა იმ საკითხს, რომელიც სამშობლოში მამა ილია კარტოზიას გადმოსვენებას უკავშირდება.

დელეგაციის შემადგენლობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი, მამა სერაფიმე, მამა ილიას ძმა და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირია.

ცნობილია, რომ მამა ილია კარტოზიას ცხედარი ამ დროისთვის ქალაქ ბარის პროზექტურაშია დასვენებული და ის ქართულ მხარეს პარსკევს გადმოეცემა.

მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც იტალიაში მოსალოცად იყო წასული, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. უბედურ შემთხვევას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმამა ილია კარტოზიას საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ
შემდეგი სტატიატერორისტულმა ორგანიზაციის ,,ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს,, მედიარესურსების სტუდია ,,ალ-ჰაიატმა,, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორი ფსბ-ს გაშიფრული აგენტის დაკითხვა და მათი მკვლელობაა აღბეჭდილი.