საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პანკისის ხეობაში იმყოფებიან

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

სოფელ დუისში ჩასული უმრავლესობის წევრები პანკისელ უხუცესებს ხვდებიან, სადაც საუბარი პანკისელი ახალგაზრდების სირიაში საომრად წასვლის პრობლემას შეეხება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, პანკისელ უხუცესებთან საუბარი იმ პრობლემაზე და გამოსავლის ძიებაზე იქნება, რაც სირიაში პანკისელი ახალგაზრდების წასვლას უკავშირდება.

„ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას ვაწარმოებთ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ყველა პრობლემის გადაწყვეტასთან მიმართებაში არის მშვიდობიანი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფუნდამენტალური პრინციპიდან გადახვევას“,-განაცხადა ქუცნაშვილმა

სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად გადინების პრობლემა პანკისის ხეობაში მწვავედ დგას. ბოლოს, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად სკოლის ორი მოსწავლე წავიდა. ორიდან ერთი არასრულწლოვანი იყო. მის მიერ საზღვრის დარღვევით კვეთის ფაქტზე შსს მოკვლევას აწარმოებს.

ამ დრომდე სირიაში საბრძოლო მოქმედებებს საქართველოს არაერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიბელარუსის პრეზიდენტი შეხვედრებს ბათუმში განაგრძობს
შემდეგი სტატიანატო რუსეთს უკრაინის საზღვარზე ძალების კონცეტრაციის გამო ადანაშაულებს